ზელენსკი: შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - "გაყინული კონფლიქტების“

თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - ე.წ. გაყინული კონფლიქტების“.


პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩასვლამდე ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა.

 

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და, რომ უკრაინა უდავოდ იმსახურებს ნატოს წევრობას. 

„სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.